loading...

пятница, 24 августа 2018 г.

ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია, ის ნარკოტიკის ზედოზირებამ იმსხვერპლა

ზუზუ-ის სურათის შედეგი

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ახლობლების ინფორმაციით, მსახიობი ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნახა ლიფტში გარდაცვლილი.

„აქ მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა და არ ჩამოდიოდა ლიფტი, ავიდა და მესამე სართულზე იყო, ნახევრად ფეხები ჰქონდა გარეთ. გამოიყვანა, ეცადა მოსულიერებას, ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან იყო უკვე ძალიან,“ - განაცხადა ჟურნალისტმა, მაკა რაზმაძემ.
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ზუზუ ბეჟაშვილი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების შედეგად დაიღუპა. ამჟამად, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც დაადგენს გარდაცვალების ზუსტ მიზეზს.
loading...

ონლაინში

მთვლელი

მთვლელი