loading...

среда, 22 августа 2018 г.

სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატია

სალომე ზურაბიშვილი-ის სურათის შედეგი

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი 2018 წლის არჩევნებზე, სალომე ზურაბიშვილი ინიშნება. არხი ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პრეზიდენტის კონსტიტუციით აქვს არის კრიტიკულ მომენტში, ღმერთმა დაგვიფაროს, მთავარსარდლის ფუნქცია ევალება მას. ჩემი აზრით, ჩვენ რაღაცით იმაზედაც უნდა გავთვალოთ, რომ რამდენად შეძლებს ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] მთავარსარდლის მოვალეობის შესრულებას. გუნდმა რაც გადაწყვიტა, სალომემ გაამართლა ის ნდობა. თუ გადაწყვიტა გაამართლებს, ალბათ", - განუცხადა რუსთავი 2-ს ქართული ოცნების წვრმა, ენძელა მაჭავარიანმა.

მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც ქართულმა ოცნებამ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად. მარგველაშვილსა და მმართველ პარტიას შორის რიგ საკითხებზე განხეთქილება კი გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო.
loading...

ონლაინში

მთვლელი

მთვლელი